Tuesday, July 2, 2019

რესურსი წილადები-რეფლექსია

რესურსი ,,წილადები“-რეფლექსია ელექტრო რესურსი შექმნილია PowerPoint-ში. ჩემს მიერ შექმნილი ელექტრო რესურსი შეესაბამება ესგ-ს შედეგებსა და ინდიკატორებს მათ.V.3. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება  ერთნაირი მნიშვნელის მქონე მარტივ წილადებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას და მოქმედებათა შედეგის ინტერპრეტაციას მოდელის გამოყენებით(მაგალითად, ნამცხვრის ნაჭერი) რესურსის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს მთელის ნაწილების (ნახევარი, მესამედი, მეოთხედი) ერთმანეთისგან განსხვავება, შედარება. მოსწავლემ შეძლოს ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამოყენება მარტივი ამოცანების ამოხსნისას. რესურსში მოცემულია ინფორმაცია, კითხვები და ამოცანები, რომელიც ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაგებასა და გააზრებაში. ელექტრო რესურსით გამოყენება სწავლება ხდება სახალისო და საინტერესო,იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა. ამ მხრივ შეძენილი ცოდნა გაუადვილებს მოსწავლეებს შე- მდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებას.

Saturday, October 14, 2017

დღე-9

დღევანდელი დღე იყო შეჯამების დღე.მოვამზადეთ და წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები ეფექტურად.ამ ტრენინგის გავლით ვიცით როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. საინტერესო იყო ყოველი დღე.მადლობთ.

Sunday, October 8, 2017

დღე-8

ფასილიტაცია ტექნოლოგიებით

დღევანდელი მოდულის გაცნობის შემდეგ გავიგე როგორ დავეხმარო კლასს წარმატების მიღწევაში ტექნოლოგიების დახმარებით. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი და შექმნილი რესურსი მოსწავლის დამოუკიდებელ მსწავლელად ჩამოყალიბებაში.

Saturday, October 7, 2017

დღე-7

დღევანდელი მოდული იყო ძალიან საინტერესო რადგან ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები შეფასების რუბრიკები.ვიმსჯელეთ თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას.აგრეთვე თუ როგორ მოვამზადოთ მასალები მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით.გავაკეთეთ სასწავლო პროექტის მოდიფიცირება.

Sunday, October 1, 2017

დღე-6

დღევანდელი მოდულით მოვირგე მოსწავლის როლი,თუ როგორ დავგეგმო და შევქმნა პრეზენტაცია,პუბლიკაცია კონკრეტული სასწავლო მიზნებისათვის.აგრეთვე შევისწავლე როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები 21-ე საუკუნის და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის.ამ მოდულით მოსწავლეს მივუდგები შემოქმედებითად.

Saturday, September 30, 2017

დღე -5

დღევანდელი დღე ძალიან მრავალფეროვანი იყო.გავეცანი კავშირებს, თუ რამდენად ურთიერთკავშირში იყო პროექტ გეგმაში ჩემს მიერ დაწერილი სტანდარტები,მიზნები,ზოგადი,შინაარსობრივი,თემატური კითხვები.გავეცანი ინტერნეტ თანამშრომლობას,

Sunday, September 17, 2017

დღე-4


დღევანდელი დღის ტრენინგით ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შედგენაზე.ძირითადად საინტერესო იყო თუ როგორ სწორად დავსვათ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.განვსაზღვრეთ შეფასების ფორმა თემის შესახებ.